Jump to content
Planeta.Ge

სუს-ის ექს-მაღალჩინოსნის თქმით, დამაჯერებელი Fake-ჩანაწერები AI-ით ჯერჯერობით ვერ იქმნება


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი და ამჟამად პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი კახა ქემოკლიძე აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით დამაჯერებელი ფეიქ-ჩანაწერები, რომლის შესახებაც დღეს სუს-მა განაცხადა, ჯერჯერობით ვერ იქმნება.

ასე ეხმაურება ქემოკლიძე სუს-ის მიერ დღეს, 16 ოქტომბერს, გავრცელებულ განცხადებას, ხელისუფლების წარმომადგენლებზე ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ყალბი აუდიო-ვიდეო მასალის გავრცელება იგეგმება.

„წავიკითხე ჩემი ყოფილი კოლეგების განცხადება. ძალიან ზოგადია და რაც ცუდია პოლიტიკურად მიკერძოებულია პათოსიდან გამომდინარე. ერთი რაც გადაჭრით შემიძლია ვთქვა – დღეს ხელოვნური ინტელექტის (AI) მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობების მიუხედავად ისეთი პროდუქტის (ვიდეო/აუდიო) შექმნა, რომელიც საბაზისო ექსპერტიზით მალევე არ იდენტიფიცირდება როგორც ხელოვნურად მანიპულირებული პროდუქტი, უბრალოდ შეუძლებელია!

მე არ ვიცი რისი ეშინიათ (ან ეშინიათ კი საერთოდ) „ოცნების“ „გენიოსებს“, მაგრამ AI-ის გამოყენებით ასეთი, ღრმად დაჯერებადი პროდუქტები ჯერჯერობით ვერ იქმნება. ე.წ. Deep Fake-ი ცხადია გამოწვევაა, მაგრამ AI-ი ჯერჯერობით არ იძლევა იმის საშუალებას, პროდუქტი ისეთ მაღალ ხარისხში იქნეს დამუშავებული, რომ დაიფაროს მისი ხელოვნურად მანიპულირება“ – წერს ქემოკლიძე Facebook-ზე.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...