შარლ მიშელმა ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ოქტომბრის ევროპული საბჭოს სამიტზე მიიწვია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ოქტომბრის ევროპული საბჭოს სამიტზე დაპატიჟა.
ამის შესახებ მიშელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, ევროპული საბჭოს სამიტზე დავპატიჟე, რათა შევაფასოთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ბოლო განვითარებები და წარადგინოს თავისი გამარჯვების გეგმა”, - წერს მიშელი.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.