Jump to content
Planeta.Ge

ტექნიკური მთავრობა უნდა იყოს სრულად აპოლიტიკური, ამაშია მისი ფასეულობა - გახარია


ტექნიკური მთავრობა ნიშანავს ერთადერთს- ამ ტექნიკურმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ქვეყნისთვის ევროკავშირის მოლაპარაკებების გახსნა. ეს არის მკაფიოდ გაწერილი და ამიტომაა ტექნიკური და დროებითი - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ გადაცემა რეაქციაში განაცხადა.

გახარიას თქმით, “ტექნიკური მთავრობა უნდა იყოს სრულად აპოლიტიკური, ამაშია მისი ფასეულობა“

ტექნიკური მთავრობა ვერ შეეხება პარლამენტს. ეს მთავრობა ჩვენთვის არის გამოსავალი, რომ არ შეიქმნას მთავრობა, რომელიც ნებისმიერი ფორმით იქნება აფელირებული “ნაციონალურ მოძრაობასთან“. როცა ჩვენ ქარტიას ხელი მოვაწერეთ როგორც კონსენსუს, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ ქარტია იყოს გამოსავალი, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, რომ არ იყოს რისკი, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკონტროლოს ეს მთავრობა. ეს ტექნიკური მთავრობა არის გამოსავალი. არანაირი სურვილი, დროებით , ტექნიკურ მთავრობაში ჩვენ არ გვექნება. 

როცა დავამრცხებთ “ოცნებას“ შევქმნით ტექნიკურ მთავრობას, რომელიც გახსნის მოლაპარაკებებს და დაიწყებს ქვეყნის გაერთიანებას ევროპულ კავშირში, მაშინ რატომ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.  

ტექნიკური მთავრობა უნდა იყოს სრულად აპოლიტიკური, ამაშია მისი ფასეულობა ჩვენთვის, მერე გზა იქნება ევროკავშირის გაწევრიანების, ეს პროცესი რომ დაიწყება, რომ აღვადგენთ ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან, “ქართული ოცნებისგან“ რამე თუ დარჩება,ამაზე მერე ვისაუბროთ“, - განაცხადა გახარიამ.


ტვ პირველი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...