Jump to content
Planeta.Ge

კახა ქემოკლიძე „ქართულ ოცნებაზე“ - განცდა მაქვს, რომ ისეთ რაღაცას ეწევიან, რომელიც დღემდე ვერ დავადგინე რა არის - რა იყო ამდენი ხარკად გადასახდელი, რომ გახარია ექვს მსხვილ თანამდებობაზე დააწინაურეს?!


განცდა მაქვს, რომ ისეთ რაღაცას ეწევიან, რომელიც დღემდე ვერ დავადგინე რა არის, - ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა ქემოკლიძე "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ „გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნა იყო მის პატრონებთან გადახდილი ერთგვარი ხარკი“.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას იყენებდა, როგორც კარგ და ეფექტიან ხელმძღვანელს.

„წარმოდგენა არ აქვთ ამ ადამიანებს, რას ლაპარაკობენ, რადგან მათ ენას ძვალი არ აქვს. რა გახარიას ხარკი გადაიხადეს? - ბიზნესომბუდსმენი დააწინაურეს ეკონომიკის მინისტრად, ეკონომიკის მინისტრი შინაგან საქმეთა მინისტრად, წარმატებული შინაგან საქმეთა მინისტრი დააწინაურეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და ამავდროულად შინაგან საქმეთა მინისტრი დააწინაურეს პრემიერად. რა იყო ამდენი გადასახდელი ხარკად, რომ თურმე ეს კაცი ექვს მსხვილ თანამდებობაზე დაუწინაურებიათ. სიმართლე არის ძალიან მარტივი, როდესაც ხარ წარმატებული და როდესაც იყავი საქმის გამკეთებელი, ამას რა თქმა უნდა, ისინი ხედავდნენ. ამას იმიტომ კი არ აკეთებდნენ, რომ გახარიას განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდათ, არა, უბრალოდ, მას იყენებდნენ როგორც კარგ, ეფექტიან ხელმძღვანელს. მე გიდასტურებთ, რომ ის კარგი და ეფექტიანი ხელმძღვანელი იყო.

2020 წელს, კოვიდკრიზისის დროს, როდესაც სრულიად „ქართული ოცნება“ სოროებში დაიმალა, ივანიშვილიანად - ამის ფიზიკური მომსწრე ვიყავი, ყველანი გაუჩინარდნენ, რადგან პლანეტარულ დონეზე არავინ იცოდა რა ტიპის საფრთხესთან ჰქონდა საქმე, მაშინ მიხვდნენ - გახარია რომ არ გვყოლოდა, ალბათ, ჩამოვიქცეოდით. როდესაც დამენეჯმენტდა რთული პროცესი, მერე დაიწყეს სოროებიდან გამოსვლა. ცდილობდნენ წარმატებულ მენეჯმენტს, როგორც მიმავალ მატარებელს შეხტომოდნენ“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...