ამ მედროვეებმა ქვეყნის და ძალაუფლების ოკუპაცია ვერ უნდა მოახერხონ - გიორგი გახარია
„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოს მთავარი გამოწვევა ახლა არის ის, რომ “ამ მედროვეებმა ქვეყნის და ძალაუფლების ოკუპაცია ვერ მოახერხონ“.
გახარიას თქმით, ასეთი მედროვეები ყველა ეპოქაში იყვნენ და სამწუხაროდ, მომავალშიც იქნებიან.
ასეთი მედროვეები ყველა ეპოქაში იყვნენ და იქნებიან მომავალშიც, სამწუხაროდ. ჩვენი და სახელმწიფოს გამოწვევაა, რომ ამ მედროვეებმა ქვეყნის და ძალაუფლების ოკუპაცია ვერ უნდა მოახერხონ. თავიდან მე მქონდა ამ ყველაფერთან ემოციური დამოკიდებულება, მაგრამ უკვე დიდი ხანია ეს დამოკიდებულება აღარ მაქვს, რადგან ერთხელ მე ვთქვი, რომ როცა მაქებდნენ, მახსოვს, რა სახეებით აკეთებდნენ, მაშინაც ნოლი იყო მათი სიტყვების ფასი და დღესაც ნოლია. ამიტომ ამაში არანაირი სხვაობა არ არის. მე მესმის რომ ეს პოლიტიკაა“, - განაცხადა გახარიამ გადაცემა “რეაქციაში“.
ტვ პირველი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.