Jump to content
Planeta.Ge

როგორ შეიძლება ივანიშვილი ლაპარაკობდეს კორუფიასა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე და გვერდზე კალაძე უკრავდეს ტაშს - გიორგი გახარია


არსებობს წითელი ხაზები, რომლებიც, მაგალითად, დღეს, ჩემ მშობლიურ სამეგრელოში, გადაკვეთეს, მაშინ, როდესაც ადამიანებს ატყუებენ. იქ, ხალხი, ვინც უსმენს, კარგად იცის, რა აქვს გიორგი გახარიას გაკეთებული“, - ამის შესახებ “გახარიას საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიროგი გახარიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

გახარიამ “ქართული ოცნება“ “ნეპოტიზმსა და კორუფციაში“ ამხილა და აღნიშნა, რომ სწორედ, “კორუფცია აქციეს ძალაუფლების შენარჩუნების მთავარ ინსტრუმენტად ქვეყანაში.“

გამოვიდა ივანიშვილი და თქვა, რომ  "ჩვენ ერთი წვეთი კორუფცია და ნეპოტიზმი არ დავუშვითო" - სამარცხვინო, ტყუილი. მაშინ, როდესაც, ბოლო 2 წლის განმავლობაში, "ქართულმა ოცნებამ" საქართველოში კორუფცია აქცია ძალაუფლების შენარჩუნების, მთავარ, ინსტრუმენტად. 

ადამიანი გამოდის და ნეპოტიზმიო, მაშინ, როდესაც კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებს, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროებსა და სისტემებში უნდათ სახელმწიფოს რომ ემსახურონ, აი, ამათ "წამოასვეს" თავზე, ვიღაც უვიცი, მედროვე პოლიტიკოსები, რომლებიც პირადი გამდიდრების, პარტიისა, და, პერსონალურად, ივანიშვილის მსახურების გარდა, არაფერზე არ ფიქრობენ. ეს არის შეურაცხჰყოფა.

ახლა, ვიღაცას თუ ჰგონია, რომ ამ, დადგმული ტაშებით, ყველანაირი ენთუზიაზმის გარეშე, რაღაცას მიაღწევ, რა თქმა უნდა, ეს დიდი შეცდომაა. მესმის, რომ ადამიანებმა, შეიძლება, ბევრი რამე თქვან სცენიდან, საარჩევნო მიზნებისთვის, ამას ვერავინ ვერ აუკრძალავს, რომ შენ უნდა იარო მუნიციპალიტეტში და, ჩვეულებრივად, "იმათხოვრო" ხმები, რაც ახლა ხდება, მაგრამ ხომ არსებობს ის, რაც ამ ადამიანებს ახსოვთ. როგორ შეიძლება ბიძინა ივანიშვილი, დღეს, ლაპარაკობდეს კორუფიისა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე და, გვერდზე კახა კალაძე უკრავდეს ტაშს, სამარცხვინოა ეს ყველაფერი“, - განაცხადა გახარიამ.

 

 
 
 
 
ტვ პირველი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...