გუშინ კახეთში მომხდარ ავარიას „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი ემსხვერპლა
გუშინ კახეთში მომხდარ ავარიას „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ელენე მეგრელიშვილი ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა კოალიციის კიდევ ერთი წევრი, ანა ქართლელიშვილი.
როგორც პარტია „ახალის” და კოალიციის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, დღეს ბათუმში დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმებულია.
„დღეს ჩვენი პარტიისთვის და კოალიციისთვის უმძიმესი დღეა. დავკარგეთ ჩვენი თანაგუნდელი ელენე, რომელიც პირველივე დღეებიდან ჩვენთან ერთად იყო და მასთან ერთად მანქანაში მყოფი, ავტოავარია მოხდა სამწუხაროდ, ანა ქართლელიშვილი, ქართლელა, როგორც ჩვენ მას ვეძახით, ახლა იბრძვის გადარჩენისთვის. ჩვენ დღეს გვინდა სამძიმარი გამოვუცხადოთ ელენეს ოჯახს, მის მეგობრებს, ვლოცულობთ ანას გადარჩენისთვის”, – აღნიშნა გვარამიამ.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.