სასამართლომ ფორმულა ამჯერად გიორგი გახარიას საარჩევნო რგოლის გამო დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია ფორმულა 5 000 ლარით დააჯარიმა. სასამართლომ ასევე დაკმაყოფილდა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის შუამდგომლობა, რომელიც სარეკლამო ბადიდან გიორგი გახარიას პარტიის უფასო პოლიტიკური რეკლამის ამოღებას გულისხმობს.
კერძოდ, დავის საწყების საბაბი გახარიას პარტიისთვის კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მინიჭება გახდა, რის შედეგადაც, ფორმულამ გიორგი გახარიას პარტიას უფასო სარეკლამო დრო დაუთმო. ეს გადაწყვეტილება Edison Research-ის კვლევებს ეფუძნება. იურისტების განმარტებით, შედეგების მიხედვით, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მინიჭების უფლებას კანონი იძლევა. მარეგულირებელი კომისია კი Edison Research-ის კვლევის აუდიტს მოითხოვს, რასაც კანონი არ ითვალისწინებს.
***
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია ფორმულა საქართველოს საარჩევნო კოდექსის დამრღვევად 10 ოქტომბერს ცნო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.
ფორმულა ნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.