Jump to content
Planeta.Ge

გახარია: პრემიერობისას მაღალი რეიტინგი მქონდა, გამოაქვეყნეს ოცნების ლიდერის საშუალო რეიტინგი


ყოფილი პრემიერმინისტრი, გახარია საქართველოსთვის პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარია ამბობს, რომ ქართული ოცნების გუნდში ყოფნისას მისი პერსონალური რეიტინგი GORBI-ს კვლევის მიხედვით სხვა ლიდერებთან შედარებით მაღალი იყო, რის გამოც მხოლოდ ქართული ოცნების ლიდერის საშუალო შეწონილი რეიტინგი გამოაქვეყნეს. ამაზე გახარიამ ფორმულას ეთერში ისაუბრა.

მმართველი გუნდის რეიტინგებზე საუბრისას წამყვანმა თქვა, რომ GORBI-ს კვლევით ქართული ოცნება 60%-მდე რეიტინგს იწერს და გიორგი გახარიას ჰკითხა, მაშინ, როცა ამ პოლიტიკური გუნდის ნაწილი იყო, თუ იყო დამაჯერებელი ამ კვლევის შედეგები, რაზეც ყოფილმა პრემიერმინისტრმა უპასუხა:

"მე პრემიერმინისტრი ვიყავი, პერსონალური რეიტინგების გაზომვის დროს, ერთ-ერთ შემთხვევაში, როდესაც ნახეს, რომ ჩემი რეიტინგი ბევრად უფრო მაღალი ვიყო, ვიდრე ოცნებისვე ლიდერების, აიღეს და გამოაქვეყნეს ოცნების ლიდერის საშუალო შეწონილი რეიტინგი. ასეთი შემთხვევებიც ყოფილა. ამიტომ, გორბი ძალიან სპეციფიკური ორგანიზაციაა.

საბოლოო ჯამში, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ კვლევითი ორგანიზაციები, განსაკუთრებით ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში, ძალიან სპეციფიკური ინსტრუმენტია, ისევე როგორც სატელევიზიო მედიები, ისევე როგორც ფინანსური რესურსები და ა.შ. სანამ ჩვენ ყელა ერთად არ შევთანხმდებით, რომ პოლიტიკურ პარტიებზე, მედიაზე და კვლევით ორგანიზაციებზე ფინანსური და ფულის როლი უნდა შემცირდეს, ყოველთვის ასე ვიქნებით"- თქვა გახარიამ.

ფორმულა ნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...