თეონა აქუბარდია - როცა „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის მიერ ფართოდ გაღებული კარი ქართველ ხალხს ცხვირწინ გამოუჯახუნა, ბუნებრივია, იქნება საქართველოში შექმნილი ვითარების ობიექტური კრიტიკა
მაშინ, როდესაც 26 ოქტომბერი გადამწყვეტი თარიღია, რათა საქართველო ევროპულ გზაზე დავაბრუნოთ, ბუნებრივია, იქნება საქართველოში შექმნილი ვითარების ობიექტური კრიტიკა და მთავარი მოწოდება, რომ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს, რაც „ოცნების“ პასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოსთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მხარდამჭერი რეზოლუციები თუ განცხადებები საგარეო საქმეთა მინისტრების დონზე, ქართველი ხალხის მხარდაჭერას აჩვენებს.
„მაშინ, როდესაც 26 ოქტომბერი გადამწყვეტი თარიღია, რათა საქართველო ევროპულ გზაზე დავაბრუნოთ იმ ფონზე, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის მიერ ფართოდ გაღებული კარი ქართველ ხალხს ცხვირწინ გამოუჯახუნა, ბუნებრივია, იქნება საქართველოში შექმნილი ვითარების ობიექტური კრიტიკა და მთავარი მოწოდება, რომ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს, რაც „ოცნების“ პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, ამ ვითარებაში, ეს კიდევ ერთხელ არის ქართველი ხალხის ევროპული გზის მხარდაჭერის მაჩვენებელი.
იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების მეშვეობით ქართველ ხალხს არ ექნება თავისუფლად ხმის დაფიქსირების შესაძლებლობა, ამაზე პასუხი უნდა აგოს თავად ივანიშვილმა, მისმა გუნდმა და არა ქვეყანამ. ამიტომ, მთელი ეს მხარდამჭერი რეზოლუციები თუ განცხადებები საგარეო საქმეთა მინისტრების დონზე, აჩვენებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას და იმას, თუ ვინ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქართველი ხალხის საწინააღმდეგო ქმედებებით საქართველო ევროპას დააშორა“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
მისივე თქმით, „ის, რომ არჩევნებამდე უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ განიხილება, ფაქტია, თუმცა საფრთხე, რომ საქართველო არათუ ევროკავშირს დაშორდეს, არამედ მოქალაქეებს დამატებითი საფრთხე შეექმნათ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის დამსახურებაა.
ცნობისთვის, დღეს, ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.
ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც იმსჯელებენ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.