Jump to content
Planeta.Ge

მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეებს, არ ვგულისხმობ ამჟამინდელ მთავრობას — გერმანიის მინისტრი


დღეს, 14 ოქტომბერს ლუქსემბურგში, ევროკავშირის მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ. როგორც სხდომის დღის წესრიგშია აღნიშნული, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოსა და მოლდოვის არჩევნების შესახებ იქნებიან ინფორმირებულნი.

გერმანიის ევროპულმა საქმეთა მინისტრმა ანა ლურმანმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე ბარიერებს უქმნის.

„ჩვენ დღეს აუცილებლად განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ცხადია, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომელიც ამ გზაზე ქვეყანას აფერხებს, ეს ეხება ქართველ ხალხს, რომელსაც აქვს უფლება თავისუფლად აირჩიოს თავისი გზა. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია საქართველოს არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდეს“, — განაცხადა ანა ლურმანმა.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა, რომელზეც ევროკავშირის მინისტრები სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის, ირანის, ისრაელის, მოლდოვასა და საქართველოს შესახებ ისაუბრებენ, დღეს 14 ოქტომბერს დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

 

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...