Jump to content
Planeta.Ge

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ


ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.

ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც იმსჯელებენ.

„მიმდინარე საკითხების ფარგლებში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სავარაუდოდ, ინფორმირებულები იქნებიან საქართველოსა და მოლდოვას არჩევნების შესახებ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ვიდეოკონფერენციის საშუალებით აზრთა არაფორმალური გაცვლის შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას განიხილავენ.

საბჭო ასევე განიხილავს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით.

 

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...