მატილდა გვარლიანი I ქართველია, ვინც Victoria’s secret-ის შოუზე გამოვა
ავტორი: ქეთევან ხუციშვილი
ქალის თეთრეულის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია Victoria’s secret 2018 წლის შემდეგ პირველ შოუს 15 ოქტომბერს გამართავს, სადაც ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც გამოვა.
Victoria’s secret Fashion Show ყოველწლიური ღონისძიება იყო, რომელიც 1995 წლიდან იმართებოდა, თუმცა 2018 წლის შემდეგ, დაბალი რეიტინგისა და გაყიდვების გამო, კომპანიას მისი გაუქმება მოუწია. ექვსწლიანი პაუზის, რებრენდინგისა და ახლებური სტრატეგიის შემუშავების შემდეგ Victoria’s Secret-ი შოუს ნიუ-იორკში კვლავ გამართავს.
იმას, რომ მასში მონაწილეობას მატილდა გვარლიანიც მიიღებს, ნეტგაზეთს უდასტურებს ნინო ცქიტიშვილი, სამოდელო სააგენტო look models management-ის დამფუძნებელი. სწორედ ამ სააგენტოს წარმოადგენს მატილდა გვარლიანიც.
მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, ვინც Victoria’s Secret-ის შოუში მიიღებს მონაწილეობას.
ჩვენება საქართველოს დროით ღამის 02:30 საათზე გაიმართება და მისი ნახვა Victoria’s Secret-ის სოციალური მედიის გვერდებზე იქნება შესაძლებელი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.