"გახარია საქართველოსთვის" გუნდის წევრები, საოკუპაციო ხაზთან - ხურვალეთში, ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასისთან ერთად იმყოფებოდნენ (ფოტოები)
"დღეს "გახარია საქართველოსთვის" გუნდის წევრები: ზაზა თავაძე, ქეთი ბაკარაძე და მე საოკუპაციო ხაზთან ხურვალეთში ვიყავით ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასისთან ერთად. სტუმარს ვანახეთ ოკუპაციის ადამიანური განზომილება და ის დიდი ტრაგედია, რაც მაფთულხლართებით გაყოფილი ცხოვრების მძიმე რეალობას ქმნის. დათა პაპას მეუღლე ვალია ბებო მაფთულხლართების მეორე მხრიდან ესაუბრებოდა ჩვენი ქვეყნის მეგობარს ამ რთულ ცხოვრებაზე. ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გავაცანით ხურვალეთში მცხოვრები ოჯახი ( ჩემი პატარა ნათლული) და ის პოლიციელები, რომელთა მადლიერი ვარ პირადად ყოველთვის იმ სამსახურისთვის, რასაც ამ ხალხს და ქვეყანას უწევენ. საქართველო უცილობლად იქნება ევროპული და ერთიანი და მჯერა ამას ერთად გავაკეთებთ!"
თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.