პარტია "გახარია - საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო კამპანია ახალქალაქში
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საარჩევნო კამპანიას ოთხი პარტია აწარმოებს. Jnews ცდილობს დააკვირდეს, როგორ აწარმოებენ პარტიები კამპანიას ახალქალაქის სოფლებში. 10 ოქტომბერს თვალყურს ვადევნებდით გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ შეხვედრებს სოფლებში კარწახსა და ბოზალში.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლების ვიზიტი სოფლებში - კარწახსა და ბოზალში, ზედიზედ მეორე იყო. სოფელ კარწახსა და ბოზალში მოსახლეობასთან შესახვედრად პარტიის ორი წარმომადგენელი წავიდა - პარტიის რეგიონული წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთში სოფია ხორგუანი და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ნარინე გინოსიანი. პარტიის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრას ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ.
კარწახში ჩასვლამდე, გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლების თქმით, სოფელ ჩამდურას ეწვივნენ.
„მსურს უფრო მეტად მოვუსმინო ხალხს. რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი პარტიისთვის ხმის მიცემა, მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვანია ამ ადამიანების გაცნობა, ვისაც გვსურს მომავალში ვემსახუროთ. მინდა ვიცოდე, როგორ ცხოვრობენ, რაზე ოცნებობენ, რა აწუხებთ“, - განაცხადა სოფიკო ხორგუანმა Jnews-თან საუბარში.
სრული სტატია იხილეთ ბმულზე: https://jnews.ge/133118/?fbclid=IwY2xjawF3N5ZleHRuA2FlbQIxMQABHa6E6RV7PPFzSQv3gyck_ALdsUnB0bFapiQ9ebjHbfZKPHswj-b5PmyTWA_aem_uQRwR2MX-ZGTaSQSTM4kPg
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.