Jump to content
Planeta.Ge

სოფიო ხორგუანი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს და სუს-ის რეგიონული სამსახურის უფროსს საარჩევნო დარღვევების პრევენციისკენ მოუწოდებს


პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფიო ხორგუანმა, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს და სუს-ის რეგიონული სამსახურის უფროსს საარჩევნო დარღვევების პრევენციისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს და სუს-ის რეგიონულ უფროსს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე, 163-ე, 164-ე მუხლებს გახსენებთ, რომლებიც საარჩევნო დანაშაულს უკავშირდება და მოგიწოდებთ იმოქმედოთ კანონისმიერად, რათა რეგიონში არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და მშვიდობიან გარემოში.

ჩემი ინფორმაციით, ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება არამხოლოდ საჯარო მოხელეებზე, არამედ ააიპ-ებში დასაქმებულებზეც, სკოლებისა და ბაღების თანამშრომლებსა და სხვა მოქალაქეებზე. რიგ შემთხვევაში სთხოვენ მხარდამჭერთა სიების წარდგენას პირადი მონაცემების მითითებით, ზოგს ართმევენ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლებს. არის შემთხვევები, როცა უბრალოდ ჩამოართვეს აღნიშნული დოკუმენტაცია. სამსახურის უფროსები თანამშრომლებს ართმევენ პირობას, რომ აუცილებლად მმართველი პარტიის სასარგებლოდ გააკეთონ არჩევანი. ვთხოვ მოქალაქეებს, უარი თქვან უკანონო დავალებების შესრულებაზე, ხოლო პასუხისმგებელ პირებს მოვუწოდებ კანონმორჩილებისკენ და არ გახდნენ სისხლის სამართლის დამნაშავეები“,- განაცხადა ხორგუანმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...