ფიშერი: მათთვის საქართველოში, ვისაც AfD უყვართ, მათი პროექტი გაწევრიანების შეჩერებას მოიცავს
საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი ბუნდესტაგში საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული რეზოლუციის მიღებას ეხმაურება და მიმართავს მათ, ვისაც მოსწონს ულტრამემარჯვენე პარტია„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD).
ელჩი აღნიშნავს, რომ ამ პარტიის პროექტი საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის გაუქმებასა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას მოიცავდა.
„ფაქტები ბუნდესტაგის რეზოლუციაზე. სათაური: „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“. მიღებულია 3 პარტიის მიერ, რომლებიც იკავებენ ადგილების 57%-ს [ბუნდესტაგში] და მთავრობას ქმნიან: „სოციალ-დემოკრატიული პარტია“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“. რაც შეეხება გერმანიის მთავრობას, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, ანუ ჰანს-დიტრიხ გენშერის მემკვიდრემ, გუშინ ვეიმარის განცხადება გააკეთა.
მთავარი ოპოზიციური პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“ ეთანხმება შინაარს, ხმა მისცა „არა-ს“, რადგან [რეზოლუციის] შექმნის მონაწილე არ იყო. (ნორმალურია). მათთვის საქართველოში, ვისაც უყვარს „ალტერნატივა გერმანიისთვის“: მათი პროექტით მოთხოვნილია საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის გაუქმება და EU-ში გაწევრიანების პროცესის შეჩერება“, – წერს ფიშერი.
ბუნდესტაგმა რეზოლუცია უკვე მიიღო. პროექტის საბოლოო ვერსიაში გერმანელი დეპუტატები მხარს უჭერენ საქართველოს EU-ში გაწევრების პროცესს, თუმცა მკაცრად აკრიტიკებენ „ქართული ოცნების” „ავტორიტარულ და ანტიევროპულ კურსს”. ისინი აღნიშნავენ, რომ ამ კურსით ამჟამინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ქვეყნის ევროპულ მომავალს მიზანმიმართულად აყენებს საფრთხის ქვეშ და ეს ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს. რეზოლუციის პროექტით ასევე მოთხოვნილია, რომ არ მოხდეს პროგრესი საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესში, სანამ ძალაშია რუსული კანონი.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.