პირადობებს ართმევენ... მმართველი პარტიის მხარდასაჭერად საჯარო მოხელეებზე ზეწოლა ხორციელდება – სოფიო ხორგუანი
დეპუტატობის კანდიდატის და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, სოფიო ხორგუანის განცხადებით, სამცხე–ჯავახეთში საჯარო მოხელეებზე, ააიპ–ებსა და სსიპ–ებში დასაქმებულების მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება. მისი განმარტებით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებს სთხოვენ მხარდამჭერთა სიების წარდგენას, ზოგიერთს კი პირადობის მოწმობებიც ჩამოართვეს.
„სამწუხაროდ ხორციელდება ზეწოლა მოქალაქეებზე, საჯარო მოხელეებისგან და არა მხოლოდ მათგან. ეს ეხებათ ააიპ-ის, სკოლების და ბაღების თანამშრომლებს. არ არის ლაპარაკი მხოლოდ მასწავლებელზე, აქ საუბარია ძიძებზეც.
ასევე რიგით მოქალაქეებს სთხოვენ მხარდამჭერთა სიების წარდგენას პირადი მონაცემების მითითებით, ზოგ შემთხვევაში კი პირდაპირ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს, იყო შემთხვევები, როდესაც ჩამოართვეს მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ეს პრაქტიკულად მიუთითებს იმას, რომ ამ მოქალაქეებს ართმევენ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას“, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე სოფო ხორგუანმა.
სოფო ხორგუანის განმარტებით, ის არ განიხილავს კონკრეტულ მაგალითებს, რათა დაიცვას იმ მოქალაქეების უსაფრთხოება, რომლებიც მას აღნიშნულ საკითხზე ესაუბრნენ.
დეპუტატობის კანდიდატმა, ბრიფინგის დროს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს და სუს–ის რეგიონული სამსახურის უფროსს მიმართა:
„სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს და სუს–ის რეგიონულ უფროსს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე, 163-ე, 164-ე მუხლებს გახსენებთ, რომლებიც საარჩევნო დანაშაულს უკავშირდება და მოგიწოდებთ იმოქმედოთ კანონისმიერად, რათა რეგიონში არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და მშვიდობიან გარემოში“,- განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე სოფო ხორგუანმა“,- ამბობს იგი.
„სამხრეთის კარიბჭეში“ მუშაობს ჟურნალისტად 2019 წლიდან
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.