Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - კომუნიკაციების კომისია აგრძელებს ზეწოლას იმ მაუწყებლებზე, რომლებმაც უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება მოგვანიჭეს - მსგავს უკანონობაზე პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება


კომუნიკაციების კომისია და მისი ხელმძღვანელი კახა ბექაური აგრძელებს ზეწოლას იმ ეროვნულ მაუწყებლებზე, რომლებმაც გვაღიარეს კვალიფიციურ სუბიექტად და მოგვანიჭეს უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის და მისი ხელმძღვანელის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად, სასამართლოს ოფიციალურად მიმართეს.

„კომისია, ზეწოლის გზით, მაუწყებლებს არ აძლევს რეკლამის განთავსების საშუალებას, ხოლო ვინც განათავსა, მათ სამართალდამრღვევად ცნობს მათი დასჯის მიზნით. კომისიის აღნიშნული ქმედება გვართმევს საარჩევნო კამპანიის სამართლიან მედიაგარემოში წარმართვის შესაძლებლობას.

ამასთან, პარტიის დაფუძნების დღიდან დღემდე, ტელეკომპანია „იმედს“ დაბლოკილი ვყავართ ეთერებში. ეს მაშინ, როცა უდიდეს საეთერო დროს უთმობენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეთერში შეუფერხებლად გადმოსცემენ მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიას პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან.

ეთერების დახურვა მოქალაქეებს ართმევს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას და ქმნის უსამართლო საარჩევნო გარემოს.

ამ ფონზე კობახიძე-პაპუაშვილის დაჯგუფება ურცხვად ტყუის, რომ თითქოს, სამართლიანი და თანასწორი წინასაარჩევნო გარემოა.

მოვუწოდებთ, „ოცნებას“ და მის პარტიულ ტელევიზიას „იმედს“, სასწრაფოდ გახსნან ეთერები და დაგვისხდნენ დებატებში, როგორც საარჩევნო დაპირებების განსახილველად, ისე წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლად.

მოვუწოდებთ სასამართლოს - არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირა. დროულად მიიღეთ სამართლიანი გადაწყვეტილება და მოგვეცით მედიასივრცით სარგებლობის შესაძლებლობა.

კახა ბექაურს კი კიდევ ერთხელ შევახსენებთ, ყველა მსგავს უკანონობაზე პასუხისმგებლობები იქნება პერსონალიზებული“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...