სამცხე–ჯავახეთში გზები სავალალო მდგომარეობაშია – "გახარია საქართველოსთვის" წარმოამდგენელი მინისტრს მიმამართავს
სამცხე–ჯავახეთში მოუწესრიგებელ საგზაო ინფრასტრუქტურასა და წლობით გაჭიანურებულ პროექტებზე „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატობის კანდიდატმა, სოფიო ხორგუანმა ბრიფინგი გამართა. იგი მიმართავს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, დროულად მოაწესრიგოს საგზაო ინფრასტრუქტურა და ეფექტურად განახორციელოს პროექტებზე ზედამხედველობა.
ხორგუანის განცხადებით, სავალალო მდგომარეობაშია ხაშური–ახალციხის, ახალციხე–ასპინძის, საროსა და ხიზაბავრის, ასევე სოფელ ტაბაწყურთან და უტყისუბანთან დამაკავშირებელი გზები.
„ჩვენ, ცოტა ხნის წინ ვნახეთ პრემიერად წოდებულის ყელყელაობა და თავის მოწონება, რომ ჩვენ გვაქვს წარმატებული ეკონომიკა, ტრანზიტი, ტურიზმი, მაგრამ, რეალურად, ადამიანებს, რომლებსაც უნდათ მშობლიურ სოფლებში ცხოვრება, საკუთარი შვილების გაზრდა, არ აქვთ ამის შესაძლებლობა, შესაბამისი პირობები. ვსაუბრობ გზაზე! პირველადი საჭიროება არის! 21–ე საუკუნეა!
მოვუწოდებ ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, ვინც დასაჯარიმებელია დააჯარიმოს, თუ შესაწყვეტია ხელშეკრულება/სამუშაოები შეწყვიტოს და ტენდერი გამოაცხადოს და ახალი კომპანია იპოვოს! შეუძლებელია ასეთი ტურისტული შესაძლებლობების,ტრანზიტული ფუნქციის მქონე რეგიონში გზები იყოს ასე სავალალო მდგომარეობაში!“,–აცხადებს სოფიო ხორგუანი.
sknews.ge
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.