Jump to content
Planeta.Ge

ცესკო: საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 834-ს შეადგენს


ცესკოს განცხადებით, უახლესი მონაცემით, საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 834-ს შეადგენს.

უწყების ცნობით, ეს მონაცემები საბოლოო არაა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება სხვადასხვა უწყებასთან.

თუმცა, ცესკოს ცნობითვე, „განახლებული მონაცემების საფუძველზე ხვალინდელ სხდომაზე განიხილება დამატებით 7 საარჩევნო უბნის გახსნის საკითხი“.

„ცესკოს სხდომაზე ასევე განიხილება ისრაელში უკვე გახსნილი საარჩევნო უბნის საკითხი. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენს საგარეო უწყების წერილი, სადაც საუბარია იმ გარემოებებისა და რისკების შესახებ, რომელიც უკავშირდება ისრაელში, ქალაქ რამათგანში შექმნილ ვითარებას და ამ ვითარებაში საარჩევნო უბნის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს“, – თქვა უწყების წარმომადგენელმა.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...