Jump to content
Planeta.Ge

ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნები: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს თავისი ქმედებები


ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების (გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი) საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ვეიმარის სამკუთხედის მინისტრებმა ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ თავის მხარდაჭერას და გვერდში დგომას კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს.

„ჩვენ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის იმ ქმედებების გამო, რომლებმაც, როგორც 27 წევრი სახელმწიფოსა თუ მთავრობის მეთაურების წარმომადგენელმა ევროსაბჭომ 27 ივნისს გამოაცხადა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტოდ შეაჩერა.

ნეგატიური ტენდენცია მას შემდეგ მხოლოდ გაუარესდა რეპრესიების შემაშფოთებელი მუქარით, ე. წ. “გამჭვირვალობის კანონის” ძალაში შესვლით, რომელიც სტიგმას ადებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ და მათ უცხო ძალების ინტერესების გამტარ ორგანიზაციებს არქმევს, ახლახან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლებიც ზღუდავს LGBT+ ადამიანების უფლებებს, ასევე თავდასხმებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე.

ამასთან ერთად, ჩვენ სულ უფრო დიდი შეშფოთებით ვამჩნევთ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ აგრესიული რიტორიკის გაძლიერებას. ევროკავშირი არ მოითმენს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ევროპული პოზიციებისა და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელებას”. – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ხაზი გაესვა მომავალი საპარლამენტო არჩევნების თავისუფალი და სამართლიანი ჩატარების მნიშვნელობას.

„ჩვენ მოველით საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ უზრუნველყოფს მოახლოებული არჩევნების სამართლიან და თავისუფალ ჩატარებას და ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციების დაცვას, განსაკუთრებით, რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის თავისუფლად და უსაფრთხოდ წარმართვის შესაძლებლობას”. – წერია განცხადებაში.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...