Jump to content
Planeta.Ge

კახა ქემოკლიძე - “ქართულ ოცნებას” ჰგონია, რომ რაც უფრო დაუჯერებელ ტყუილს იტყვი, მით უფრო დაჯერებადი გახდება, მაგრამ მამუკა მდინარაძე გებელსი არ არის - გიორგი გახარიას დაწინაურება ივანიშვილის იდეა იყო


მამუკა მდინარაძის დღევანდელი განცხადება მათემატიკურ ციფრებზე დაყრდნობილი შიშიდან გამომდინარეობდა - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა კახა ქემოკლიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა.

ქემოკლიძის შეფასებით, “ქართული ოცნების” წევრები შიდა კვლევებზე დაყრდნობით გრძნობენ ამ შიშებს და ამიტომ, გიორგი გახარიას და სხვა პარტიის ლიდერების წინააღმდეგ აწარმოებენ ე.წ. შავ პიარს.

“მათემატიკურ ციფრებზე დაყრდნობილი შიშიდან გამომდინარე, ისინი ხვდებიან, რომ რეალურად “ქართული ოცნების” ელექტორატი უკიდურესად გაბრაზებულია მათზე ფუნდამენტური ტექტონიკური ტიპის შეცდომებიდან გამომდინარე, რომელიც დაუშვეს. რეალურად, ეს ხალხი იწყებს გადადინებას სხვა პარტიებში და განსაკუთრებით, ეს არის ნამდვილად ნომერი 25 და მე მინდა, ვუთხრა ამ ხალხს, რომ არ შეეშინდეთ “ნაციონალური მოძრაობის” უკან დაბრუნების, იმიტომ, რომ ერთადერთი რეალური ჩამკეტი, ისინი რომ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდნენ, ეს არის 25 და ჩვენი კარი მათთვის არის ღია.

ისინი (“ქართული ოცნების” წევრები) გრძნობენ ამ შიშებს, ისინი ხედავენ ამ შიდა კვლევების დონეზე და ეს ბრიფინგი სწორედ გამომდინარეობდა აქედან. ისინი ცდილობენ, რომ ნეგატიური, ე.წ. შავი პიარი აწარმოონ გიორგი გახარიას და სხვა პარტიის ლიდერების წინააღმდეგ”, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ასევე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძის განცხადებას გიორგი გახარიას შს მინისტრობიდან პრემიერად დაწინაურებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა მას პრემიერობა.

“ქართულ ოცნებას” ჰგონია, რომ გებელსის სიტყვებიდან გამომდინარე, რაც უფრო დაუჯერებელ ტყუილს იტყვი, მით უფრო დაჯერებადი გახდება საზოგადოებისთვის, ეს “ქართული ოცნების” კონტექსტში არ მუშაობს იმიტომ, რომ ბატონი მდინარაძე, არ მგონია, რომ გებელსი იყოს, მას ამის ინტელექტუალური რესურსი არ გააჩნია და არც არასოდეს გააჩნდა და ყველაზე კარგად, სხვათა შორის, ეს იციან “ქართულ ოცნებაში”, ამიტომ იმისთვის, რომ ყველაზე აბსურდული ტყუილი დაჯერებადი გახდეს, ჯერ ინტელექტუალმა უნდა ილაპარაკოს ეს ტყუილი.

გიორგი გახარიას დაწინაურება “ქართული ოცნების” უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და, რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილი იდეა იყო იმიტომ, რომ ბატონ ივანიშვილს ეს იდეა რომ არ გასჩენოდა, ცხადია, ვერავინ მიიღებდა ასეთ გადაწყვეტილებას. სწორედ ის იყო პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ოფიციალურად წარადგენდა კონკრეტულ პიროვნებებს. გახარიას პირადად შესთავაზა ივანიშვილმა და დღეს გახარიამ ძალიან კონკრეტულად უპასუხა, იმიტომ, რომ მას წარმოდგენა არ ჰქონდა, გადაწყვეტილებები როგორ მიიღებოდა იმ პერიოდში, ვის მიერ მიიღებოდა პრემიერის დანიშვნაზე თუ სხვა მსხვილკალიბრიან საკითხებზე გადაწყვეტილებები.

“ქართულ ოცნებას” სტრატეგიული ნარატივები იმდენად აერია, რომ შთაბეჭდილება გამიჩნდა, ამ ადამიანებმა არ იციან, რა ილაპარაკონ შემდეგი დღეების განმავლობაში არჩევნებამდე. უბრალოდ, მედიაველის შევსების მიზნით, საუბრობენ ურთიერთგამომრიცხავ, აბსურდულ ვერსიებს.

ადამიანი, რომელიც იყო ბიზნესომბუდსმენი, შემდეგ გახდა ეკონომიკის მინისტრი, ამის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი, ამის პარალელურად დაწინაურდა და გახდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, შემდეგ გახდა პრემიერ-მინისტრი, ამასობაში წამოეწია კოვიდი. პანდემიის დროს დაიმალა ყველა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი და გაუჩინარდა მთლიანად პირველი ორი კვირის განმავლობაში, როდესაც სრულიად პლანეტა დაინგრა. წარმოდგენა არ ჰქონდა არცერთ პოლიტიკურ ლიდერს, სისტემურ სახელმწიფოებში რასთან ჰქონდათ საქმე, რას ებრძოდნენ, დარჩა მხოლოდ გახარია და ეს ბრძოლა მიიღო გახარიამ და ისეთი გადაწყვეტილებები მიიღო, რომლებსაც ეწინააღმდეგებოდნენ ბატონ ივანიშვილთან დაახლოებული კადრები და ამის მომსწრე მე ვარ. ის ამბობდა, რომ კოვიდთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას იღებდა თავის თავზე. გახარიამ საკუთარი პერსონალური რისკის ფასად, ქვეყანა გაიყვანა საბოლოო ჯამში სამშვიდობოზე.

გახარიასთან დაკავშირებული დღევანდელი განცხადებები გათვლილი არის დეზინფორმაციის წარმოებაზე”, - აღნიშნა ქემოკლიძემ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...