შამბა: თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის, აფხაზეთი მიესალმება ასეთ ნაბიჯს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ თუ „საქართველო ბოდიშს მოიხდის, მიესალმებიან”. შამბა აქვე აღნიშნავს, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსი განხილვას არ ექვემდებარება”.
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე მან აღნიშნა ისიც, რომ დღის წესრიგში განხილვის მთავარი საკითხები ეხება „სამხედრო მოქმედებების განუახლებლობას და საქართველოსა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას”.
14 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა გორში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას თქვა, რომ „ომის გამჩაღებელი „ნაციონალური მოძრაობაა” და ამის „არაერთი სამტკიცი” არსებობს.
მისივე თქმით, „აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”.
გაეროს გენერალური ასამბლეის პრესკონფერენციაზე რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, „საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, თუ ქვეყნები ამით დაინტერესებულები იქნებიან“.
ლავროვის ეს განცხადება „პოზიტიურად” შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ და აქვე აღნიშნა, რომ „პოზიტიური განცხადების” პარალელურად „ქმედითი ნაბიჯებიც” უნდა გადაიდგას. კერძოდ, კალაძის განცხადებით, უნდა დაიწყოს საუბარი „სამოქმედო გეგმის შექმნაზე, რათა მოხდეს დეოკუპაცია, ჯარების გაყვანა”.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.