კახა ნურალიძე - ონკოლოგიური სენით შეპყრობილი ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელია მაღალტექნოლოგიური სერვისი, “ქართული ოცნება” კი უტიფრად აგრძელებს პიარ-კამპანიას ამ მიმართულებით (ვიდეო)
"ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან “არსებულ” პროტონული მედიცინის ცენტრს ფუნქციონირება უნდა დაეწყო 2024 წლიდან და ის უნდა გამხდარიყო ქართული მედიცინის სავიზიტო ბარათი. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის ტოტალური უნიათობის გამო ეს დიდებული პროექტი დროში გაიყინა. გასაგები მიზეზების გამო, ვერც სხვა ინვესტორები ბედავენ ანალოგიური ცენტრის მშენებლობას თუნდაც დედაქალაქში. ქვემოთ მოცემული სიუჟეტი ნათლად გვიჩვენებს, რომ მოცემული მომენტისთვის სამუშაოები შეჩერებულია გაურკვეველი ვადით: დაუსრულებელია მიწის სამუშაოებიც კი… ონკოლოგიური სენით შეპყრობილი ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელია მაღალტექნოლოგიური სერვისი, “ქართული ოცნება” კი უტიფრად აგრძელებს პიარ-კამპანიას ამ მიმართულებით… ჩვენ გთავაზობთ მხოლოდ სიმართლეს!"
კახა ნურალიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/61565567500358/videos/529449739793656
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.