სანამ რუსული კანონი არ გაუქმდება, არ იქნება პროგრესი ევროკავშირთან ურთიერთობაში – ურმას პაეტი
ევროპარლამენტის დეპუტატი ურმას პაეტი აცხადებს, რომ სანამ რუსული კანონი არ გაუქმდება, საქართველოს ვერ ექნება პროგრესი ევროკავშირთან ურთიერთობაში.
ამის შესახებ მან ევროპარლამენტში საქართველოზე რეზოლუციის დებატებისას განაცხადა.
„მოსახლეობის უმრავლესობის სურვილია, საქართველოს მომავალი იხილონ ევროპაში. სწორედ ამიტომ მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ, მთავრობა ამის წინააღმდეგ მოქმედებს. ბოლო წლებში საქართველო დაშორდა ევროკავშირს და გაიზარდა რუსეთის გავლენა.
გამჭვირვალობის კანონის და სხვა კანონების მიღების მიზანია, შეუტიოს კრიტიკულ ხმებს, შეზღუდოს მედიის და სიტყვის თავისუფლება. ნათელია, რომ სანამ ეს კანონმდებლობა არ გაუქმდა, არ იქნება პროგრესი ევროკავშირთან ურთიერთობაში.
ასევე, საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ დღევანდელ მსოფლიოში აჩვენებს, რომ საქართველო არაა მზად იყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისთან შესაბამისობაში. თუმცა, ჯერ გვიანი არაა [ვითარების შემოსაბრუნებლად]“, – თქვა ევროპარლამენტარმა.
კიდევ რა თქვეს 8 ოქტომბრის დებატებზე:
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.