Jump to content
Planeta.Ge

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაზიანებულია შემაშფოთებელი განცხადებებით და ქმედებებით მმართველი პარტიის მხრიდან - მსგავსი ტაქტიკა ავტორიტარული რეჟიმების მსგავსია


გავიგონეთ ცრუ ბრალდებები და უხეში დეზინფორმაცია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ, რომლებსაც მმართველი პარტიის ოფიციალური პირები ავრცელებენ, მათ შორის პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის წევრები. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს მსგავსი ცრუ ნარატივების გამოაშკარავებას და ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის პასუხის გაცემას.

“ჩვენ ასევე გავიგონეთ ცრუ ბრალდებები და უხეში დეზინფორმაცია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ, რომლებსაც მმართველი პარტიის ოფიციალური პირები ავრცელებენ, მათ შორის პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის წევრები. ბრალდებები, თითქოს ევროკავშირი და დასავლეთი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ან ქვეყნის “უკრაინიზაციას” ცდილობენ, მიუღებელია. ცრუ და მავნეა ჩვენი ურთიერთობებისთვის. ეს ნარატივები მხოლოდ რუსეთსა და მის პროპაგანდას ეხმარება.

ევროკავშირი გააგრძელებს მსგავსი ცრუ ნარატივების გამოაშკარავებას და ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის პასუხის გაცემას”, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

გამოსვლაში მან ისაუბრა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ის იქნება ძლიერი ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის. ამასთან, მისი თქმით, ხელისუფლების ტაქტიკა ავტორიტარული რეჟიმების მსგავსია.

„და ბოლოს, მომავალი საპარლამენტო არჩევნები ძლიერი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის. წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაზიანებულია შემაშფოთებელი განცხადებებით და ქმედებებით მმართველი პარტიის მხრიდან, მათ შორის ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ დაპირებებით და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვის ძალისხმევებით. მსგავსი ტაქტიკა ავტორიტარული რეჟიმების მსგავსია.

თუ ეს ზომები იქნება მიღებული, ისინი ნათლად წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს გამოთქმულ სურვილთან, რომ შეურთდეს ევროკავშირს, და ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებიც ევროკავშირში წევრობის დასაყრდენია. ევროკავშირი ახლოდან დააკვირდება მომავალი არჩევნების ჩატარებას. ჩვენი მოლოდინია, რომ ის იქნება მშვიდობიანი, თავისუფალი და სამართლიანი, და ნამდვილად ასახავს ქართველი ხალხის სურვილს”, - განახადა იუროვამ.

იუროვას თქმით, ევროკავშირის კარი ღია რჩება, თუმცა საქართველოს ოფიციალური პირების ქმედებები თანხვედრაში უნდა მოვიდეს ევროკავშირის ღირებულებებთან და ნორმებთან.

„ევროკავშირის კარი ღია რჩება, მაგრამ პირველ რიგში, საქართველოს ოფიციალური პირები ხელახლა უნდა მოვიდნენ თანხვედრაში ევროკავშირის ღირებულებებთან და ნორმებთან, და ხელახლა ერთგულნი უნდა გახდნენ საქართველოს ევროკავშირის გზის. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ და ვიმუშაოთ ყველა ქართველთან ევროკავშირის წევრობისკენ მათ გზაზე”, - განაცხადა იუროვამ.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...