Jump to content
Planeta.Ge

ვერა იუროვა - საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა - ეს ზომები შესაძლოა შებრუნდეს, გამოსავალი მარტივია - თუ არსებობს პოლიტიკური ნება


საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. ამის შესახევ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ვიცე-პრეზიდენტმა იუროვამ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ ევროკავშირის მიერ გატარებულ ზომებზე, თუმცა განაცხადა, რომ გამოსავალი მარტივია: „თუ არსებობს პოლიტიკური ნება“. იუროვას თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს კანონების გაწვევით, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ სურვილს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.

“უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ევროპულ პარლამენტს, იმისთვის, რომ ხმამაღლა საუბრობთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ევროკავშირს ქმედებებისთვის მოუწოდებთ, საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხოდ ევროკავშირმა შესაბამისი ზომებით უპასუხა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა, პოლიტიკური კონტაქტები დაქვეითდა, “ევროპული მშვიდობის მექანიზმის” მეშვეობით ევროკავშირის მხარდაჭერა, რომელიც 30 მილიონს ევროს შეადგენდა, შეჩერდა, ხოლო მხარდაჭერის პორტფოლიო გადახედვის პროცესშია.

ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ საქართველოს ოფიციალურ პირებს, რომ შეაბრუნონ საკუთარი ქმედებების კურსი და ჩვენი კომუნიკაცია გავზარდეთ საქართველოს მოქალაქეებთან. ბევრ თქვენგანს გაახსენდება მსგავსი მოწოდებები. ეს ზომები შესაძლოა შებრუნებულ იქნას და გამოსავალი მარტივია - თუ არსებობს პოლიტიკური ნება.

საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა დაიწყონ კანონების გაწვევით, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს გამოთქმულ სურვილს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, კონკრეტულად კი კანონები, რომლებიც ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს ზღუდავენ”, - განაცხადა იუროვამ.

 

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...