Jump to content
Planeta.Ge

რასა იუკნევიჩიენე - ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო შეტყობინებას უგზავნის ბიძინა ივანიშვილსა და მის კოლაბორანტებს „ქართული ოცნებიდან“: ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია მათ პოლიტიკასთან


ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო შეტყობინებას უგზავნის ბიძინა ივანიშვილსა და მის კოლაბორანტებს „ქართული ოცნებიდან“: ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია მათ პოლიტიკასთან. არ შეიძლება იყოთ პროევროპელები და ამავდროულად პროკრემლისტები, არ შეიძლება მხარს უჭერდეთ ევროპული ცხოვრების წესს და ამავდროულად ადიდებდეთ სტალინს , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის სხვა ჯგუფებს, რომლებთან ერთადაც დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუცია შეათანხმეს.

„ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო შეტყობინებას უგზავნის ბიძინა ივანიშვილსა და მის თანამშრომლებს „ქართული ოცნებიდან“ : ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია მათ პოლიტიკასთან. არ შეიძლება იყოთ პროევროპელები და ამავდროულად პროკრემლისტები, არ შეიძლება მხარს უჭერდეთ ევროპული ცხოვრების წესს და ამავდროულად ადიდებდეთ სტალინს. ევროპარლამენტი ყურადღებით დააკვირდება მოახლოებულ არჩევნებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არჩევნები სრულად უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს. თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ლუკაშენკოს გზით სვლას, ევროკავშირი იძულებული იქნება რეაგირება მოახდინოს და ხელახლა შეაფასოს საქართველოს მიერ პირობების შესრულება, ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების ჩათვლით“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას.

„ჩვენ ასევე მოვითხოვთ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას. საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებული უნდა იყოს სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე.

ახლა, საქართველოს მომავლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ქართველი ხალხის ხელშია. ძვირფასო ქართველებო, არავინ შეიძლება იყოს მეტად პასუხისმგებელი საქართველოს მომავალზე, ვიდრე თქვენ. იმედი გვაქვს, ქართველი ხალხი დაუბრუნდება ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზას“, - აღნიშნა რასა იუკნევიჩიენემ.

 

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...