Jump to content
Planeta.Ge

იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს


ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს, - ამის შესახებ ინფორმაციას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პრესსამსახური ავრცელებს.

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 2025 წლის თებერვლიდან დაიწყებს და აღნიშნულ თანამდებობაზე კრისტოფ ჰოისგენს შეცვლის.

შეგახსენებთ, იენს სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა. 1-ელ ოქტომბერს იგი ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ ჩაანაცვლა.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...