Jump to content
Planeta.Ge

ბათუმში ირანის საკონსულოსთან უკრაინელებმა აქცია გამართეს


ბათუმში, ირანის საკონსულოსთან, უკრაინელმა ლტოლვილებმა საპროტესტო აქცია გამართეს. "შეწყვიტეთ კამიკაძე-დრონების მიწოდება რუსეთისათვის", სკანდირებდნენ უკრაინელები.

მათ საკონსულოს შენობასთან გაუშვეს ქაღალდის თვითმფრინავები, რომლებზეც წითლად ეწერა "ტერორისტები". აქციის მონაწილეებმა გამოფინეს უკრაინის ქალაქებში დრონებით დაბომბვის შედეგად დაღუპული უკრანელების ფოტოები.

"10 ოქტომბრიდან ირანული წარმოების ე.წ. შაჰიდებით რუსეთი ბომბავს უკრაინის ქალაქებს, სადაც იღუპებიან პოლიციელები, ექიმები და მასწავლებლები. ჩემი მეგობარი კიევში მანქანაში დაიწვა, დაიღუპა აფეთქების შედეგად", - უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის მონაწილე ვიტა ფედერენკომ.
 

უკრაინის და დასავლეთის სახელმწიფოთა დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს ირანული წარმოების ე.წ. კამიკაძე-დრონებს Shahed-136, რომლებსაც რუსეთმა სახელი შეუცვალა და „გერანი-2“ დაარქვა. რუსეთი და ირანი ამას უარყოფენ.

ბოლო დღეებში, რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით არაერთი შეტევა განახორციელეს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე, ძირითადად, ენერგოობიექტებზე. 17 ოქტომბერს ე.წ. კამიკაძე-დრონით დარტყმის შედეგად, კიევის ცენტრში დაინგრა საცხოვრებელი სახლი. 18 ოქტომბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა წინადადებით, ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტონ რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდების გამო. ირანს სანქციები დაუწესეს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა.

 
 
 
 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...