სოფო ხორგუანი - საჭიროა მომავალმა პარლამენტმა შეიმუშაოს გეგმა, რომელიც დაარეგულირებს სასმელი წყლის მიწოდების საკითხს, რათა მოქალაქეებისთვის წყლის მიწოდება მხოლოდ ლიცენზირებული კომპანიებისთვის იყოს შესაძლებელი
ახალციხის მუნიციპალიტეტის 42 სოფელს სასმელი წყლით ულიცენზიო კომპანია უზრუნველყოფს, შესაბამისად არ ხდება წყლის ლაბორატორიულად შემოწმება, - ამის შესახებ აუდიტი თავის ბოლო დასკვნაში წერს.
დღეს, "გახარია საქართველოსთვის" სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელმა და დეპუტატობის კანდიდატთა სიის 20-ე ნომერმა, სოფიო ხორგუანმა ბრიფინგი გამართა, სადაც განმარტა, რომ საჭიროა მომავალმა პარლამენტმა შეიმუშაოს გეგმა, რომელიც დაარეგულირებს სასმელი წყლის მიწოდების საკითხს, რათა მოქალაქეებისთვის წყლის მიწოდება მხოლოდ ლიცენზირებული კომპანიებისთვის იყოს შესაძლებელი.
ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც "სურსათის ეროვნულმა სააგენტომ" საკუთარ მონიტორინგის ანგარიშში, ახალციხის რამდენიმე სკოლაში დაბინძურებული და ჯანმრთელობისთვის საშიში სასმელი წყლის შესახებ დაწერა.
ვიდეო: https://www.facebook.com/61560574421577/videos/1185218049242065
TOK TV Georgia
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.