2022-2023 წლებში სწავლა 15 000-მდე მოსწავლემ შეწყვიტა
2022-2023 წლებში 14 911-მა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა. მათგან ბიჭია 8502 და გოგო – 6409. როგორც გოგონებში, ისე ბიჭებში, ყველაზე მეტმა მოსწავლემ სკოლა მეათე კლასში დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
2022-2023 წლების ეს მონაცემი მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების მონაცემებს, რომელიც 2013 წლიდან აღირიცხება.
აღნიშნულ რიცხვთან ახლოს არის მხოლოდ 2013-2014 წლების მონაცემი, როცა ორივე წლის ჯამში სკოლა 14 057-მა მოსწავლემ დატოვა.
სტატისტიკურ მონაცემებში იკვეთება ტენდენცია, რომ მოსწავლეებში, რომლებიც სწავლას წყვეტენ, ბიჭები ყოველთვის აღემატებიან გოგოებს და ყველაზე მეტი მოსწავლე სკოლას ცხრა კლასის დასრულების შემდეგ, მეათე კლასში ტოვებს.
ყველაზე მცირე რაოდენობის, 7050 მოსწავლეს სკოლა დატოვებული აქვს 2020-2021, ანუ კოვიდპანდემიის წლებში.
მე-9 კლასის დასრულების შემდეგ, როდესაც მოსწავლეებს მიღებული აქვთ საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი, პროფესიულ სასწავლებლებში შეუძლიათ სწავლის გაგრძელება.
თუმცა საქსტატი არ ფლობს მონაცემებს იმის შესახებ, რა ნაწილმა გააგრძელა სწავლა პროფესიულ სასწავლებლებში და ვინ რა მიზეზით შეწყვიტა სწავლა.
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF-ის) თანახმად, „საქართველოში ბევრი ბავშვია, განსაკუთრებით კი, სოციალურად და ეკონომიურად მოწყვლადი ჯგუფებიდან, რომელთათვისაც სავალდებულო განათლება არ არის ხელმისაწვდომი“.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.