Jump to content
Planeta.Ge

მაია სანდუ - სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ვესაუბრე - მოლდოვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებების გზაზე


მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა.

მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ მოლდოვა და საქართველო მნიშვნელოვანი დემოკრატიული წვრთნებისთვის ემზადებიან.

„მოლდოვა და საქართველო მნიშვნელოვანი დემოკრატიული წვრთნებისთვის ემზადებიან. მოლდოვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებებისკენ მათ სწრაფვაში“, - წერს სანდუ.

შეგახსენებთ, მოლდოვაში 20 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამავე დღეს ჩატარდება რეფერენდუმი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე.

 

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...