კალაძე ჰერჩინსკიზე: ყველა განვითარებულ ქვეყანაში გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან
თბილისის მერი და „ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ „განვითარებული ქვეყნიდან” ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის „გააპანღურებდნენ“.
კახა კალაძისთვის მიუღებელია ჰერჩინსკის განცხადება, რომლითაც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა „ქართული ოცნების” საარჩევნო ბანერებს, რომლებიც რუსეთის მიერ დაბომბილ უკრაინაა გამოსახული, „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი” უწოდა.
„ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამე იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე.
უნდა მოვუწოდოთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები”. – თქვა კახა კალაძემ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კახა კალაძე სიტყვა „გაპანღურებას” იყენებს ევროპელი პარტნიორების მისამართით.
მაისში მან სამარცხვინო ფაქტი” უწოდებს ევროპელი პოლიტიკოსების რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მისვლას და თქვა, რომ „ყველა განვითარებული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, რომ ხელს მოკიდებდა ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს და პანღურებით გაყრიდა ქვეყნიდან”.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.