ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ბავშვი ემსხვერპლა
ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბავშვი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე პირი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში ჩავარდა. დაკავებულია მსუბუქი ავტომობილის მძღოლი.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.