კითხვის ნიშნები ჩნდება, რომ საპოლიციო ძალები არა წესრიგის დაცვის, არამედ ამომრჩეველზე ზემოქმედებისთვის იქნას გამოყენებული - მეზვრიშვილი
კითხვის ნიშნები ჩნდება, რომ საპოლიციო ძალები არა წესრიგის დაცვის, არამედ ამომრჩეველზე ზემოქმედებისთვის იქნას გამოყენებული - ასე შეაფასა პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ საარჩევნოდ შექმნილი „ტერიტორიული ჯგუფების“ დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას.
მეზვრიშვილის თქმით, "ხარება" ახლა საპოლიციო ძალების ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი არა, ბრალდებულის სკამზე უნდა იჯდეს მოქალაქეებზე განხორციელებული ძალადობისთვის.
საპოლიციო ძალების გაგზავნა რეგიონებში წესრიგის დაცვის მიზნით, ამაში განსაკუთრებული არაფერია. პირიქით, წესია ასეთი. ამას ვაკეთებდით ჩვენც, რომ წესრიგი ყოფილიყო დაცული არჩევნების დღეს და წინასაარჩევნო პროცესში, მაგრამ, თუ ამ ყველაფერში ჩართულები იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც წესით ახლა საპოლიციო ძალების ხელმძღვანელები კი არ უნდა იყვნენ და გადაწყვეტილებებს კი არ უნდა იღებდნენ, არამედ ბრალდებულების სკამზე უნდა ისხდნენ, იმიტომ, რომ, მოქალაქეებზე იძალადეს, გასაგებია, რომ კითხვის ნიშნები ჩნდება, რომ ეს საპოლიციო ძალები არა წესრიგის დაცვის, არამედ ამომრჩეველზე ზემოქმედებისთვის იქნას გამოყენებული", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
სანქცირებული „ხარება“ საარჩევნოდ შექმნილი „ტერიტორიული ჯგუფების“ დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს. გამოცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 4 ოქტომბერს გამოცემულ ვახტანგ გომელაურის 30 სექტემბრის ბრძანებულებას ეყრდნობა.
ბრძანების პირველი მუხლის მეორე პუნქტი განსაზღვრავს, როგორ კომპლექტდება ტერიტორიული ჯგუფები.
სწორედ აქ წერია, რომ ჯგუფის შემადგენლობაში შედის „სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ-ის, იგივე სპეცრაზმის) ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი“.
ტერიტორიულ ჯგუფებს რეგიონებში დააკომპლექტებს ხუთ-ხუთი (ან საჭიროების შემთხვევაში ექვსი) ადამიანი. და ყოველ ხუთწევრიან ჯგუფში ერთი ადამიანი ხარაზიშვილის მიერ შერჩეული იქნება.
ტვ პირველი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.