გახარიას გუნდში არ გამორიცხავენ, რომ ზურაბიშვილის შესაძლო გაპრემიერებას დაუჭირონ მხარი
გახარიას გუნდი არ გამორიცხავს, რომ თუკი დღის წესრიგში სალომე ზურაბიშვილის შესაძლო გაპრემიერების საკითხი დადგება, ისინი ამას მხარს დაუჭერენ. თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ეს მხოლოდ კონსულტაციების საგანია და ისინი თავის დროზე არც ზურაბიშვილის ხელმეორედ გაპრეზიდენტების წინააღმდეგები იყვნენ.
პრეზიდენტის კანდიდატურას საპრეზიდენტო პოსტზე საპარლამენტო არცევნებსი შემდგომ გახარია -საქართველოსთვის გუნდი ღიად მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ. სხვა დანარჩენი, ამ შემთხვევაში, ის კითხვა, რომელიც იყო და პრეზიდენტს არ უთქვამს კონკრეტულად მის კანდიდატურასთან დაკავშირებით პრემიერობის პოსტზე, ის რომ მან არ გამორიცხა, სწორია. პოლიტიკოსმა არასდროს არაფერი უნდა გამორიცხოს, სხვა დანარჩენი არის კონსულტაციების საგანი. შესაძლო სხვა და სხვა სცენარებზე ისაუბრა მან. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საფრანგეთს პრეზიდენტის, მაკრონის და ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიაენის მზაობა საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქართელი ხალხის მხარდასაჭერად, - ამბობს აქუბარდია.
წარმოუდგენია თუ არა სალომე ზურაბიშვილს საკუთარი თავი პრემიერ-მინისტრად ოპოზიციის შეთავაზების შემთხვევაში? - ეს კითხვა მთავარსარდალს ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ დაუსვა. პრეზიდენტმა ეს სცენარი არ გამორიცხა.
ტვ პირველი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.