სილვიო ბერლუსკონი - ვლადიმერ პუტინმა დაბადების დღეზე 20 ბოთლი არაყი გამომიგზავნა, მე კი მას რამდენიმე ბოთლი ლამბრუსკო გავუგზავნე
იტალიური საინფორმაციო სააგენტო LaPresse-მა გაავრცელა აუდიო მასალა, სადაც იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის აღდგენაზე საუბრობს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აუდიო ჩანაწერში ბერლუსკონი აცხადებს, რომ პუტინმა გასულ თვეში, დაბადების დღეზე მას 20 ბოთლი არაყი და "ძალიან ტკბილი წერილი" გაუგზავნა.
CNN-ის ინფორმაციით, ბერლუსკონის ოფისში ტელეკომპანიას კლიპების ავთენტურობა დაუდასტურეს. CNN იუწყება, რომ ჩანაწერი, როგორც ჩანს, პარლამენტის დარბაზში ბერლუსკონის პარტიის, Forza Italia-ს შეხვედრის დროს, ფარულად გააკეთეს.
„მე მას რამდენიმე ბოთლი ლამბრუსკო (იტალიური ცქრიალა ღვინო) და თანაბრად ტკბილი წერილი გავუგზავნე“, - აცხადებს ბერლუსკონი აუდიო ჩანაწერში.
ის ასევე ამბობს, რომ მან „აღადგინა ურთიერთობები პრეზიდენტ პუტინთან“ და რუსეთის ლიდერმა მას უწოდა „პირველი მისი ხუთი ნამდვილი მეგობრიდან“.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.