ნათია მეზვრიშვილი - პრეზიდენტთან შეხვედრისას არანაირი საუბარი სანქციებზე არ ყოფილა, საუბარი მის წარმატებულ ვიზიტს შეეხო - ყველას ინტერესია, რომ საქართველო მალე დაწინაურდეს ევროინტეგრაციის გზაზე
ორბელიანების სასახლეში საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის შეხვედრა დასრულდა.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარი პრეზიდენტის ევროპის ქვეყნებში ვიზიტს შეეხო.
„პირველ რიგში, მის ძალიან წარმატებულ ვიზიტზე ვისაუბრეთ, განსხვავებით „ოცნების" ვიზიტებისგან, რომელსაც ყველა ტიპის საერთაშორისო ვიზიტი და კომუნიკაცია გაუუქმეს, მაღალი დონის დელეგაციებთან, გასაგები მიზეზების გამო და ამის ფონზე ქვეყნისთვის კარგია ის ვიზიტები, რომელიც პრეზიდენტს გასული დღეების განმავლობაში, ევროპაში ჰქონდა.
ვისაუბრეთ, იმ პროცესზე, რომლის წარმართვასაც პრეზიდენტი აპირებს. როგორ უყურებს ის „ქართული ქარტიის“ შესრულების პროცესს. არ ყოფილა არც პრემიერობის ან პოტენციური ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით საუბარი. პრეზიდენტი აპირებს, რომ რაღაც პროცესი, რომელიც დაიწყო გააგრძელოს, გარკვეულ ფორმატში და ამას შემდეგ თვითონ გაუზიარებს საზოგადოებას.ბუნებრივია ჩვენ როგორც ქარტიაზე ხელის მომწერები, აღნიშნულ პროცესში მონაწილეობას მივიღებთ.
არანაირი საუბარი სანქციებზე არ ყოფილა. საუბარი მის წარმატებულ ვიზიტს შეეხო და ასევე ვისაუბრეთ, რომ საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა როგორც წინასაარჩევნო, ისე არჩევნების შემდგომ პერიოდში. ყველას ინტერესია, რომ საქართველო მალე დაწინაურდეს ევროინტეგრაციის გზაზე.
გაშვებული შესაძლებლობების, რომელიც ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვა, რეალურად ამ პროცესში დაგვაგვიანა და ჩამორჩენილები ვართ, განსხვავებით სხვა ქვეყნებთან, რომლებიც არაფრით გვჯობიან, არცერთი მიმართულები, ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამ პროცესის დაჩქარებით არიან დაინტერესებული",- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის წარმომადგენლებთან პოლიტიკურ კონსულტაციებს მართავს.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.