Jump to content
Planeta.Ge

ცხინვალში დაპატიმრებულ საქართველოს მოქალაქეებს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ


ოსური მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] დელეგაციის ხელმძღვანელმა “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” ფარგლებში ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს.

მისი თქმით, ისინი ნასვამ მდგომარეობაში დე ფაქტო რესპუბლიკის აბრის ჩამოგდებას ცდილობდნენ.

“მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ცხინვალის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი ვადით პატიმრობა შეუფარდა. მათ 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის მე-3 ნაწილის(სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა წინასწარი შეთქმულებით პირთა ჯგუფის მიერ) მიხედვით,” – განაცხადა კოჩიევმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ საქართველოს ორი მოქალაქე 16 სექტემბერს დააკავეს.

“ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,” – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.



netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...