Jump to content
Planeta.Ge

დანიგანის თქმით, ივანიშვილი კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა


აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი „რადიო თავისუფლებასთან“ ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა.

მისივე თქმით, „კარგად ცნობილია“, რომ ის მართავს მთავრობასა და მმართველ პარტიას.

„პრობლემურია, როცა პირი, რომელიც კარგად ცნობილია, რომ მართავს მთავრობასა და მმართველ პარტიას ამ ქვეყანაში, უარს ამბობს შეხვდეს საერთაშორისო მხარეებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, მის მიმართ ფინანსური სანქციების დაკისრებაზე საკუთარი მცდარი აღქმის გამო. ანუ, თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა“ – აცხადებს რობინ დანიგანი


1 ოქტომბერს აშშ-ის საელჩომ საქართველოში სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა — ამერიკის. რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?“.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...