ავიაკომპანია Wizz Air-ი ფრენების გაუქმების შეტყობინებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ავიაკომპანია Wizz Air-ი ფრენების გაუქმების შეტყობინებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ავიაკომპანია ჯავშნების გაუქმების მიზეზად ტექნიკურ პრობლემას ასახელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ავიაკომპანიის გუნდი მუშაობს პრობლემის მოსაგვარებლად.
“ძვირფასო მომხმარებლებო, ამ მომენტისთვის ტექნიკურ პრობლემას განვიცდით, რომელიც ჩვენი ჯავშნების სისტემაზე ახდენს გავლენას. შედეგად, აპლიკაციაში ან ვებგვერდზე გაკეთებულ ჯავშანში შესაძლოა ცვლილებები შეამჩნიოთ ან ამასთან დაკავშირებული შეტყობინებები მიიღოთ.
გთხოვთ, უგულებელვყოთ ეს ცვლილებები და დარწმუნებული იყავით, რომ როგორც კი პრობლემა მოგვარდება, მაშინვე შეგატყობინებთ.
ჩვენი გუნდი გულმოდგინედ მუშაობს პრობლემის მოსაგვარებლად და დაზარალებული ფრენების აღსადგენად”,- ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.
ინფორმაციისათვის, ერთ-ერთ „ფეისბუქ“ გვერდზე მომხმარებლები წერდნენ, რომ ფრენები გაუუქმდათ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.