Jump to content
Planeta.Ge

ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი იმედოვნებს, 26 ოქტომბრის არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს, ევროპულ გზას დაუბრუნდეს


საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ საფრანგეთს იმედი აქვს, 26 ოქტომბრის არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს, ევროპულ გზას დაუბრუნდეს.

„ძვირფასო სალომე, მოხარული ვარ, რომ გიმასპინძლეთ პარიზში! საფრანგეთი მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს. იგი იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს ევროპულ გზას დაუბრუნდეს“, - წერს მაკრონი „ფეისბუქში“.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფრანგ კოლეგას გუშინ შეხვდა.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...