Jump to content
Planeta.Ge

სალომე ზურაბიშვილი - ძნელი სათქმელია მოსკოვი იძლევა განკარგულებებს, თუ მმართველი პარტია საკუთარი ინიციატივით ცდილობს რუსებს ასიამოვნოს


ძნელი სათქმელია ისინი იძლევიან განკარგულებებს, თუ მმართველი პარტია საკუთარი ინიციატივით ცდილობს რუსების სიამოვნებას, მაგრამ ამას ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა The Kyiv Independent-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც დაუსვეს შეკითხვა, როგორ ფიქრობს, ახლა თბილისში მოსკოვი გასცემს თუ არა განკარგულებებს.

„ეს ისაა, რასაც გარედან ვერ გაიგებ. მნიშვნელოვანია ეს პარალელი, ეს მსგავსება, რომელიც ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რა მიმართულებით მიდის მმართველი პარტია და რომელიც დარწმუნებული ვარ, არჩევნებზე დაძლეული იქნება, რადგან ეს ის არ შეიძლება იყოს, რაც ქართველ ხალხს, რომელსაც ორი ოკუპირებული ტერიტორია აქვს, შეიძლება თავისი მომავლისთვის უნდოდეს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამასთან, კითხვაზე, რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომ საქართველოა დამნაშავე 2008 წლის ომში და ბოდიში უნდა მოიხადოს, საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა:

„ეს ერთი განცხადება არაა, ეს ბოლოდროინდელი განცხადებების და რიტორიკის ნაკრებია, რომელიც ერთი მიმართულებით მიდის. როგორც ვთქვი, რუსეთის სასიამოვნოდ და ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებზე თავდასხმისთვის. ასე რომ, ესაა ზოგადი სურათი, რომელიც საქართველოში ძალიან აწუხებთ და რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ხედავს და არ ესმის და დარწმუნებული ვარ, არ იზიარებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...