Jump to content
Planeta.Ge

ჯეიმს ობრაიენი დღეს ბოდბელ ეპისკოპოსს შეხვდება


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ობრაიენი დღეს ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს და დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის (CDD) ხელმძღვანელ ქეთევან ჩაჩავას შეხვდება.

შეხვედრის ანონსი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის (CDD) ახორციელებს პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში რელიგიური გაერთიანებების ჩართულობის გაზრდას.

ვიზიტი ემთხვევა საქართველო-აშშ-ს შორის გართულებულ ურთიერთობებს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში არ ჰქონია შეხვედრები აშშ-ის მაღალჩინოსნებთან და თეთრმა სახლმა მას ყოველწლიურ ვახშამზე მიწვევაც გაუუქმა.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...