ქართველმა მოჭიდავეებმა მონაწილეობა მიიღეს შეჯიბრში, რომელშიც ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ ქვეყნებად წარდგნენ
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მონაწილეობა მიიღეს 1-2 ოქტომბერს ვლადიკავკაზში გამართულ შეჯიბრებაში.
ტურნირში ასევე მონაწილეობდნენ მოჭიდავეები რუსეთიდან, ასევე, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან – აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ტურნირზე დამოუკიდებელ ქვეყნებად იყო წარმოჩენილი.
საქართველოს სახელით ტურნირში მონაწილეობდნენ:
- მელაძე ა.
- ჯიოევი დ.
- ელბაქიძე გ.
- კობახიძე საბა;
- ბეშიძე ნ.
- მარსაგიშვილი რ.
- გოგრიჭიანი გ.
- ბაზაძე ლ.
„პუბლიკას” ჭიდაობის ფედერაციაში უთხრეს, რომ მოჭიდავეებმა გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღეს და ფედერაცია ამაში ჩართული არ ყოფილა – მოჭიდავეებს არ ჰქონიათ დაფინანსება მათი მხრიდან.
„ეს მოჭიდავეები ნაკრების წევრებიც არ არიან და ყველას გაკონტროლება, ვინც ჭიდაობს, ძნელია. სადისციპლინო ზომების შესახებ ჯერ არაფერი ვიცით, ამაზე ვიმსჯელებთ”. – გვითხრა ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.