Jump to content
Planeta.Ge

ლანდსბერგისი: „ოცნება“ აგრძელებს დაშინების კამპანიას ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ


ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე „ქართული ოცნება“ აგრძელებს დაშინების კამპანიას ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, მოსახლეობის წინააღმდეგ.

„სერიოზულად შეშფოთებულები ვართ საქართველოში არსებული სიტუაციით. არჩევნებამდე რამდენიმე  კვირით ადრე მმართველი პარტია აგრძელებს დაშინების კამპანიას როგორც პოლიტიკური ოპოზიციის, ისე სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არ შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს.

ეს არ შეესაბამება ევროპის საბჭოს ღირებულებებს. ამიტომ მოვუწოდებ ქართველ დეპუტატებს და დიპლომატებს, რომლებიც იმყოფებიან ამ ოთახში, აიღონ პასუხისმგებლობა და უზრუნველყონ, რომ საქართველო დაბრუნდეს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის გზაზე, ევროპის გზაზე“, – თქვა ლანდსბერგისმა. 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...