Jump to content
Planeta.Ge

თეონა აქუბარდია - იქნება ლავროვის, ზატულინის განცხადებები თუ დამატებით ტერიტორიებზე მარიონეტული რეჟიმების მიერ წამოყენებული პრეტენზიები, ეს აჩვენებს, რამხელა საფრთხეა საქართველოსთვის თავად „ივანიშვილის ოცნება“


იქნება ლავროვის, ზატულინის განცხადებები თუ დამატებით ტერიტორიებზე მარიონეტული რეჟიმების მიერ წამოყენებული პრეტენზიები, ეს ცალსახად აჩვენებს, თუ რამხელა საფრთხეა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის თავად „ივანიშვილის ოცნება“, - ეს შეფასება მედიასთან პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა თეონა აქუბარდიამ გააკეთა.

აქუბარდიას აზრით, “ქართული ოცნება“ სადღაც კულუარულად, ბნელ ოთახებში არაფორმალურ საუბრებს აწარმოებს და “გარეჯი საქართველოა“-ს მსგავსი მაშველი რგოლის ძიებას ცდილობს“.

მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ბიძინა ივანიშვილი დასავლეთს კარს უკეტავს, ამით არაღიარების პოლიტიკას დამატებითი საფრთხის წინაშე აყენებს.

„ქართული ოცნება სერგეი ლავროვის განცხადებას მიესალმა, რომელმაც სრულიად მკაფიოდ თქვა, რომ სამ ქვეყანას შორის ისტორიული ურთიერთობების ნორმალიზება უნდა მოხდეს. ეს საქართველოს სუვერენიტეტის სრულიად ღიად დამრღვევი მორიგი განცხადება იყო. ამის მისალმება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ არა თუ საქართველოს ნამდვილ სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას იცავს, არამედ სუვერენიტეტს დამატებით საფრთხეებს უქმნის.

ჩვენ დავსვით კითხვა, რა გეგმა აქვს „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის ნამდვილი სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად, მაშინ როდესაც არც მარიონეტულ რეჟიმებს და არც რუსეთს აღიარება უკან არ წაუღია და არც საოკუპაციო ჯარების გაყვანაზე გაუკეთებია განაცხადი. ამ ყველაფერზე არის დუმილი და არის მისალმება“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...