Jump to content
Planeta.Ge

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის ასარჩევ კონკურსში 32 კანდიდატია წარდგენილი


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრად 32 კანდიდატია წარდგენილი. ხუთივე წევრი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის კვოტით უნდა აირჩიონ.

კანდიდატების სია პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა:

1. გოგა კიკილაშვილი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი (მკვლევარი);

წარმდგენი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

2. თეიმურაზ ჯერვალიძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარ-კონსულტანტი.

წარმდგენი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ა(ა)იპ "საზოგადოებრივი პროგრამირების ფონდი"; ა(ა)იპ "იურისტთა ასოციაცია".

3. რუსუდან კვინიკაძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარ-კონსულტანტი.

წარმდგენი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ა(ა)იპ "ახალგაზრდა ადვოკატები"; ა(ა)იპ "საზოგადოებრივი პროგრამირების ცენტრი".

4. კარლო ბზიშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი.

წარმდგენი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

5. ხათუნა ლორია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

წარმდგენი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი.

6. ალექსანდრე კურცხალია - სამართლის დარგის სპეციალისტი.

წარმდგენი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი; ა(ა)იპ "სამართლის რწმენა".

7. ტრისტან ბენაშვილი - სამართლის დარგის სპეციალისტი.

წარმდგენი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი; "საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია".

8. ლია მუხაშავრია - სამართლის დარგის სპეციალისტი.

წარმდგენი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი; ა(ა)იპ "ახალგაზრდა ადვოკატები".

9. კახა წიქარიშვილი - სამართლის დარგის სპეციალისტი.

წარმდგენი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი.

10. გია ლილუაშვილი - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი.

წარმდგენი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი.

11. ლიკა საჯაია - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი.

წარმდგენი: ა(ა)იპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი.

12. ზურაბ აზნაურაშვილი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

წარმდგენი: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი; ა(ა)იპ "იურისტთა ასოციაცია".

13. იოსებ ვარძელაშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

წარმდგენი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი.

14. ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი.

წარმდგენი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი.

15. თამარ მახარობლიძე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

წარმდგენი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი.

16. როინ მიგრიაული - ადვოკატი, "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრი.

წარმდგენი: "საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია".

17. გიორგი ტურაზაშვილი - ადვოკატი, "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრი.

წარმდგენი: "საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია".

18. სოფიო სოხაძე - ადვოკატი, "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრი.

წარმდგენი: "საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია".

19. მანუჩარი კოკოჩაშვილი - ადვოკატი, "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრი.

წარმდგენი: ა(ა)იპ "სამოქალაქო განვითარების საზოგადოება"; ა(ა)იპ "თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია".

20. ზურაბ გურასპაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი.

წარმდგენი: ა(ა)იპ "სამოქალაქო განვითარების საზოგადოება", ა(ა)იპ საზოგადოებრივი პროგრამირების ფონდი.

21. ლევან ნემსაძე - სამართლის დარგის სპეციალისტი.

წარმდგენი: ა(ა)იპ "სამოქალაქო განვითარების საზოგადოება"; ა(ა)იპ "თავისუფალი განვითარების დაცვის ასოციაცია".

22. გრიგოლ გაგნიძე - ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის თავმჯდომარე; ადვოკატი, "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრი.

წარმდგენი: "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია".

23. ავთანდილ კახნიაშვილი - თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

წარმდგენი: "საქართველოს იურისტთა გილდია".

24. ანა აბაშიძე - ა(ა)იპ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი.

წარმდგენი: ა(ა)იპ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის".

25. ზაზა ბუაჩიძე - ადვოკატი, "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრი.

წარმდგენი: "გამჭვირვალობა საქართველოს" ცენტრი.

26. ნინო ნიშნიანიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი.

წარმდგენი: ა(ა)იპ "საქართველოს სიკეთის სიმართლისა და ერთიანობის კავშირი".

27. დიმიტრი ხაჩიძე - ადვოკატი, "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრი.

წარმდგენი: ა(ა)იპ "უფლებები საქართველო".

28. ალექსანდრე კობაიძე - ა(ა)იპ "ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის" თავმჯდომარე.

წარმდგენი: ა(ა)იპ "ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია".

29. სულხან სალაძე - კარგი მმართველობის და ინფორმაციის თავისუფლების პროგრამის ხელმძღვანელი ("ღია სივრცე კავკასია"); საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი.

წარმდგენი: ა(ა)იპ "სოციალური სამართლიანობის ცენტრი".

30. გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის უფროსის მოადგილე.

წარმდგენი: ა(ა)იპ "სოციალური სამართლიანობის ცენტრი".

31. გიორგი გზობავა - ადვოკატი, "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი".

წარმდგენი: ა(ა)იპ "ახალგაზრდა ადვოკატები"; ა(ა)იპ "თავისუფალი განვითარების დაცვის ასოციაცია".

32. ვიქტორ ახალბედაშვილი - სამართლის დარგის სპეციალისტი.

წარმდგენი: ა(ა)იპ "უფლებათა დაცვის ცენტრი".

2017 წლის 21 ივნისს პარლამენტის მიერ არჩეულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ არამოსამართლე წევრს: ირმა გელაშვილს, ლევან გზირიშვილს, ნაზი ჯანეზაშვილს და ზაზა ხარებავას უფლებამოსილების ვადა 2021 წლის ივნისში ამოეწურათ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...